Friday, July 15, 2016
Thursday, July 14, 2016
მერვე დღეა. დღევანდელი დღე საინტერესოდ დატვირთული და ნაყოფიერი იყო.
გეგმაში დიფერენცირების გრაფა შევავსე. დავალებები გავუნაწილე მოსწავლეებს მაზობის მიხედვით. ტრენერმა გაგვაცნო viewer-ში ფაცილიტაციის და შეფასების მასალები.
გადმოვწერეთ ჩვენი პროექტისთვის საჭირო რესურსის შაბლონები. გადავაკეთეთ და შევინახეთ ჩვენს პორტფოლიოში, აგრეთვე მოსწავლეთა შეფასების, თანატოლთა შეფასების და თვითშეფასების ფორმები დავიტანეთ საქაღალდეში.
დღის ბოლოს მუშაობა დავასრულეთ პორტფოლიოს შეფასების რუბრიკაში ჩვენი პროექტის ქულის განაზღვრით. დიდი მადლობა ქალბატონო შორენა. :)
Wednesday, July 13, 2016
დღევანდელი დღე გეგმის პრეზენტაციის განხილვით დაიწყო. გადავხედეთ პროცედურებს,ყველა მივუბრუნდით გეგმებს და დავასრულეთ რაც აკლდა. მე შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები ჩავასწორე . შემდეგ ქალბატონმა შორენამ გვაჩვენა viewer- ში პრეზენტაციის კრიტერიუმები და გაზეთის შაბლონები. გადმოვწერე და ბროშურაზე მუშაობის კრიტერიუმები შევადგინე. მოსწავლეებისთვის. ცოტა დავიღალეეე :)
Friday, July 8, 2016
მეექვსე დღე...
მოსწავლის ნამუშევარზე ვმუშაობ. გადავწყვიტე ბროშურა დამემზადებინა. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე და საჭირო ინფორმაცია მოვიძიე ინტერნეტში. ფოტოები, საინფორმაციო ტექსტები...
არ გამძნელებია, მაგრამ მივხვდი, რომ ჩემი მოსწავლეებისათვის არც თუ ისე ადვილი იქნება და გადავწვიტე მთელ ჯგუფს მივცე დასამზადებლად.
Thursday, July 7, 2016
ტრენინგის მეხუთე დღეა...
პრეზენტაციაზე ვმუშაობ... ვიაზრებ ჩემი პროექტის შინაარს, მიზნებს, საქმიანობებს-აქტივობებს და პრეზენტაციის სახით წარმოვადგენ. კარგია, თითქოს წარმოიდგენ როგორ ხორციელდება აწყობილი პროექტი ბავშვებისგან "თუ გინდა,რომ ჯანმრთელი იყო".
საინტერესოა დღევანდელი ტრენინგი, ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ, ვიძენ ახალ-ახალ ცოდნას და viuwer-ის ინსტრუმენტეს და შაბლონებს ვეცნობი.
Wednesday, June 29, 2016
ტრენინგის პირველი და მეორე დღე
ინტელის ტრენინგის პირველი დღე გაცნობით და წარდგენით დაიწყო. გავეცნით მზა პროექტს ლობიოს შესახებ, viewer-ის ფეისს. შევქმენით საქაღალდე სადაც პროექტისთვის საჭირო ქვესაქაღალდეები განვათავსეთ და დავალებად მივიღეთ პროეტის თემის მოფიქრება.
მეორე დღე სწორედ პროექტის თემების განხილვით დავიწყეთ. ჩამოვყარეთ იდეები და საქმიანობები. ჩამოვტვირთეთ viewer-იდან ბუკლეტის ნიმუში და დაგავაკეთეთ ჩვენი პროექტისთვის.ჩამოვტვირთე ფოტოები google.ge-დან,დაურთე პროექტის მიზნები , ამოცანები და გავამზადე შავი ვარიანტი.ყველაფერ ამაში ქალბატონი შორენა გვეხმარებოდა.საინტერესო და ნაყოფიერი იყო ტრენინგის მეორე დღე. არ მქონია რაიმე სირთულე და პრობლემა. ვარ მოტივირებული და იმედი მაქვს შემდეგი დღეები მეტი სიახლეებით დატვირთული და ცოდნის მომცემი იქნება.

Subscribe to:
Posts (Atom)