Thursday, July 14, 2016



მერვე დღეა. დღევანდელი დღე საინტერესოდ დატვირთული და ნაყოფიერი იყო. 
 გეგმაში დიფერენცირების გრაფა შევავსე. დავალებები გავუნაწილე მოსწავლეებს მაზობის მიხედვით. ტრენერმა გაგვაცნო viewer-ში ფაცილიტაციის და შეფასების მასალები. 
გადმოვწერეთ ჩვენი პროექტისთვის საჭირო რესურსის შაბლონები. გადავაკეთეთ და შევინახეთ ჩვენს პორტფოლიოში, აგრეთვე მოსწავლეთა შეფასების, თანატოლთა შეფასების და თვითშეფასების ფორმები დავიტანეთ საქაღალდეში.
 დღის ბოლოს მუშაობა დავასრულეთ პორტფოლიოს შეფასების რუბრიკაში ჩვენი პროექტის ქულის განაზღვრით. დიდი მადლობა ქალბატონო შორენა.  :)

Wednesday, July 13, 2016

დღევანდელი დღე გეგმის  პრეზენტაციის განხილვით დაიწყო. გადავხედეთ პროცედურებს,ყველა მივუბრუნდით გეგმებს და დავასრულეთ რაც აკლდა.  მე შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები ჩავასწორე . შემდეგ ქალბატონმა შორენამ გვაჩვენა viewer- ში პრეზენტაციის კრიტერიუმები და გაზეთის შაბლონები. გადმოვწერე და ბროშურაზე  მუშაობის კრიტერიუმები შევადგინე. მოსწავლეებისთვის. ცოტა დავიღალეეე :)

Friday, July 8, 2016

მეექვსე დღე...
მოსწავლის  ნამუშევარზე ვმუშაობ. გადავწყვიტე ბროშურა დამემზადებინა. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე და საჭირო ინფორმაცია მოვიძიე ინტერნეტში. ფოტოები, საინფორმაციო ტექსტები...
არ გამძნელებია, მაგრამ მივხვდი, რომ ჩემი მოსწავლეებისათვის არც თუ ისე ადვილი იქნება და გადავწვიტე მთელ ჯგუფს მივცე დასამზადებლად.

Thursday, July 7, 2016


ტრენინგის მეხუთე დღეა...
პრეზენტაციაზე ვმუშაობ... ვიაზრებ ჩემი პროექტის შინაარს, მიზნებს, საქმიანობებს-აქტივობებს და პრეზენტაციის სახით წარმოვადგენ. კარგია, თითქოს წარმოიდგენ როგორ ხორციელდება აწყობილი პროექტი  ბავშვებისგან "თუ გინდა,რომ ჯანმრთელი იყო".
საინტერესოა დღევანდელი ტრენინგი, ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ, ვიძენ ახალ-ახალ ცოდნას და viuwer-ის ინსტრუმენტეს და შაბლონებს ვეცნობი.